დაცული ტერიტორიების ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის პირველ ნახევარში 30%-ით გაიზარდა და 2 მილიონ 700 ათას ლარს მიაღწია. შარშან ეს მაჩვენებელი 2 მილიონ 44 ათასი ლარი იყო. ამასთან, 32%-ით გაზრდილია იჯარიდან მიღებული შემოსავლებიც და 2 მილიონ 11 ათას ლარს გადააჭარბა. ტყითსარგებლობის კომპენსაცია და საშეშე მერქნის გაცემის მომსახურებაში კი შემოსავლები მიმდინარე წლის 6 თვეში 12-ჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 764 000 ლარს მიაღწია. სხვა სახის შემოსავლები 7%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ჯამში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარმა შემოსავლებმა 2019 წლის პირველ ნახევარში, 3 მილიონ 774 ათას 722 ლარი შეადგინა, რაც 57%-ით მეტია 2018 წლის 6 თვის მონაცემთან შედარებით.