2019 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა."საქსტატის" ცნობით, წინა თვესთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0.87 პროცენტული პუნქტით იმოქმედა.ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე. ფასების 2.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.17 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.