"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა პირველი შეხვედრა მას ფინანსურ დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან ჰქონდა. პაატა სალია დღეს საღამოს ჟურნალისტებთან აპირებს შეხვედრას. რაც შეეხება რუსთავი2 ის სარედაქციო პოლიტიკას, არხის ახალი გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ ჟურნალისტების მუშაობაში არ ჩაერევა.