რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უზენაესს უწოდებს. მისი განცხადებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს საქართველო სამართლებრივი სახელწმიფო არ იყო.
ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ დღისწესრიგში რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საკითხი არ დგას. მისივე თქმით, მედიაპლურალიზმი ძალიან დიდი მონაპოვარია, რომელსაც ხელისუფლება განსაკუთრებულად უფრთხილდება.