ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ღებში საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ონის მუნიციპალიტეტის მერის, ემზარ საბანაძის განცხადებით, სოფელი აღარ არის მოწყვეტილი რაიონულ ცენტრს. გზა, რომელიც პატარა და დიდ ღებს ერთმანეთთან აკავშირებდა, უკვე გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ ღებში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სახლები, სავარგულები და ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი დატბორა. როგორც საბანაძემ განაცხადა, ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.