პარიზში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ეიფელის კოშკის მიმდებარედ მოწყობილ სცენაზე, ორკესტრთან ერთად, მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი №23 შეასრულა.