ავღანეთში ქაბულის უნივერსიტეტის შესასვლელთან აფეთქება მოხდა. შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი აცხადებს, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტები კამპუსთან ახლოს გამოცდაზე შესვლას ელოდებოდნენ. როგორც ცნობილია, აფეთქდა მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.
ქაბულის პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, სამართალდამცველებმა მეორე ბომბის გაუვნებელყოფა მოახდინეს, რომელიც უნივერსიტეტის ჭიშკართან იყო მოთავსებული.