სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ევროპულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის უფლებები ქართულ სასამართლოებში.
არხის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ იქნება და "რუსთავი 2"-ის ყველა მხარდამჭერს, ამ დღის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის გარდა სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ორ საქმეზე გამოაცხადებს, მათ შორის ერთ-ერთი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის და ვაზაგაშვილის მკვლელობას უკავშირდება.