პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიაას განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად შეცვლის ქვეყანაში ხელისუფლებას თუმცა მისივე თქმით პროგნოზის გაკეთება თუ ვინ იქნება არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმავლესობაში ჯერ ნაადრევია. ბესელიამ ასევე ისაუბრა რომელ პოლიტიკურ პარტიებთან გამორიცხავს დაჯგუფებას საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც მან აღნიშნა იგი პოლიტიკური ხედვების თანხვედრას ვერც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვერც „ქართულ ოცნებასთან“ ვერ ხედავს.