20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ორი პოლიციელიდან ერთის მიმართ დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს, მეორე პოლიციელს კი ბრალი ოფიციალურად წარედგინება.
ორი დღის წინ დაკავებული სამართალდამცველის საქმესთან დაკავშირებული პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად.
რაც შეეხება მეორე პოლიციელს, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ გუშინ დააკავა, მას ბრალი დღის განმავლობაში წარედგინება. ამ შემთხვევაშიც დაკავებულს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესის დარღვევას ედავება, რამაც აქციის ორ მონაწილეს ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა.