ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია ლოზუნგით - "მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ" გაიმართა - Palitra News

ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია ლოზუნგით - "მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ" გაიმართა

2019-07-15 16:11:12+04:00

ქუთაისში, შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით - "მითხარი, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია და გეტყვი, ვინ ხარ შენ". აქციის მონაწილეებმა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით „ფლაერები“ დაარიგეს. „ფლაერებზე“ ინფორმაცია 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ არის დატანილი. აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა.