შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 20-21ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობის 95 პროცენტი დაკარგა, მან ასევე აღნიშნა,რომ პოლიცია 2 საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით იცავდა თავს და პარლამენტის შენობას შტურმისგან და სპეციალური საშუალებების გამოყენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც შეუძლებელი გახდა შტურმის შეკავება.
შინაგან საქმეტა მინისტრის ინფორმაციით პოლიციელებზე 200 მდე ადამიანი ძალადობდა და კიდევ იყვნენ ადამიანები ვინც უკანა რიგებიდან მათ ბოთლებსადა სხვადასხვა საგნებს აწვდიდა.