ვარკეთილში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ამ მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად წინადადებების მიღება 27 ივლისს დაიწყება და 1-ელ აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 11 მილიონ 904 ათას 772 ლარია.
ცენტრის მშენებლობა ვარკეთილის 3 მიკრორაიონში 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან იგეგმება.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 610 კალენდარული დღე, ხოლო სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია.