"უხამსობა ტეხავს", "ბოდიში აგვიანებს", "სირცხვილია" - საპროტესტო აქცია რუსთავის მერის წინააღმდეგ - Palitra News

"უხამსობა ტეხავს", "ბოდიში აგვიანებს", "სირცხვილია" - საპროტესტო აქცია რუსთავის მერის წინააღმდეგ

2019-07-13 15:27:37+04:00

"ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა, ქალაქის თვითმმართველობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანისგან, სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარზე, ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. ცნობისთვის, ონიანმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შს-ს მინისტრს ინტერვიუს ამსახველ პოსტს, კომენტარის სახით მიაწერა - "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, რასაც ონიანის მისამართით საზოგადოების ხრიდან მწვავე კომენტარები და შეფასებები მოჰყვა. მოგვიანებით მერმა განმარტა, რომ მას ამ კომენტარში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ უგულისხმია.