ევროკავშირი მზად არის თურქეთს სანქციები დაუწესოს კვიპროსის სანაპიროებთან მიმდინარე ბურღვითი სამუშაოების გამო. ამის შესახებ ევრონიუსი იტყობინება. ევროპული ინსტიტუტებში ანკარას მოქმედებებს არალეგიტიმურს უწოდებენ. შეგახსენებთ, თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით ბურღვით სამუშოებს აწარმოებს, რასაც კვიპროსი აპროტესტებს.
ანკარაში აცხადებენ, რომ სამუშოები ლეგიტიმურია. „იმის გამო რომ თურქეთი აგრძელებს არალეგალურ ბურღვით სამუშაოებს, ევროკავშირი წყვეტს მოლაპარაკებებს საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების შესახებ“, - აცხადებენ ევროკავშირში. ამასთან, მათივე განცხადებით, საფრთხე ექმნება თურქეთის ფინანსური დახმარების საკითხს.