შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გუშინ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ მედიასთან ისაუბრა.
ჯავახაძემ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, დიპლომატებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა.
"გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა," - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.