საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი შს მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელჩები მათ ფიზიკურად არ მიუყვანიათ პარლამენტში, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ სიტუაციას. მისი თქმით, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს აკრედიტირებულ ელჩებთან, თუმცა მათ ასევე ჰყავთ თავიანთი ინფორმაციის წყაროები და მათგანაც იღებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას.
ამასთან, მინისტრი ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი ქვეყნების ელჩები იმყოფებოდნენ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს, იგი მხოლოდ გერმანიის ელჩს ასახელებს და აცხადებს, რომ სხვებს ვერ იხსენებს.