ილოეთ კორეაში ახალი კონსტიტუცია აქვთ, რომლის მიხედვითაც კიმ ჩენ ინი სახელმწიფოს მეთაური გახდა, რამაც სიენენის ცნობით, შესაძლოა ხელი შეუწყოს ჩრდილოეთ კორეის დიპლომატიური კავშირების ნორმალიზებას დანარჩენ მსოფლიოსთან. ანალიტიკოსების მოსაზრებით, საკონსტიტუციო ცვლილება იმის მანიშნებელია, რომ კიმ ჩენ ინს სურს ჩრდილოეთ კორეა ნორმალურ ქვეყნად აქციოს. სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი კიმ ჩენ ინს აძლევს შესაძბელობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ან რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებს ნებისმიერ სამიტზე ან მოლაპარაკებებზე სტატუსით გაუთანაბრდეს. ეს შესაძლოა, დადებითი ნაბიჯი იყოს აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ბირთვული მოლაპარაკებების კუთხითაც. ამ დრომდე კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ლიდერი იყო.