დედაქალაქში მტკვრის სანაპიროს განვითარება იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი 2019 წლის 10 მაისს გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი გამარჯვებული გამოვლენილია და ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 371 ათას 700 ლარი იყო, თუმცა, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული თანხა - 371 ათას 500 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ტენდერის ფარგლებში მტკვრის სანაპიროების განვითარების საკუთარი ხედვა 4-მა პრეტენდენტმა წარადგინა. ეს კომპანიებია: შპს (შეპესე) „არტსტუდიო-პროექტი“; „ელისო სულაკაური“; „კარკასი“ და „ჯორჯიანჰაუსი“. გამარჯვებულად კი სატენდერო კომისიის შეფასებით, შპს (შეპესე) „ელისო სულაკაური“ გამოცხადდა.