საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა” არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია ექვსი ქვეყანა და დღევანდელ კონფერენციაზე შეჯამდება, ვის რა შედეგები აქვს. მინისტრის თქმით, ორდღიანი კონფერენციის განმავლობაში საუბარი შეეხება 10 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას გულისხმობს. ამასთან, ზალკალიანი აღნიშნავს რომ საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია ლიდერ ქვეყნად თავისუფალი ვაჭრობის, ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანების და სხვადასხვა ფორმატების დაფუძნებისთვის.