საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში შტორმის შედეგად ექვსი ტურისტი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. ძლიერი სეტყვა, ქარი და წვიმა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ტურისტები კუნძულ ჰალკიდიკიზე, რომელიც ქალაქ სალონიკთან ახლოს მდებარეობს, შტორმში მოყვნენ. დაღუპულებს შორის ორი ჩეხი, ორი რუმინელი და ორი რუსია. რეგიონში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონაში 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს.
სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში სტიქიას "უპრეცენდენტო ფენომენი" უწოდა.
ძლიერი შტორმი საბერძნეთში რეკორდულად მაღალ ტემპერატურას მოყვა. ბოლო დღეების განმავლობაში საბერძნეთის ცენტრალურ რეგიონებში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.