8 ივლისის მდგომარეობით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 3 ათას 426 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვნებელზე ნაკლებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ატმის მოსავლის აღება დაგვიანებით დაიწყო. ამან კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი განაპირობა. კერძოდ, 2018 წელს, ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან 5 ათას 544 ტონა იყო ექსპორტირებული.
უწყების ცნობითვე, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება.