საპენსიო ფონდი მალე აქტიურ ინვესტირებას დაიწყებს საქართველოს საფინანსო ბაზარზე. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ, საფინანსო სექტორისა და საინვესტიციო საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. დისკუსიის მთავარი თემა დაგროვებითი სისტემის უპირატესობებს, მუშაობის პრინციპებს, მთავარ გამოწვევებსა და ინვესტირების პროცესს შეეხო. ლევან სურგულაძის თქმით, უახლოეს მომავალში გამოიკვეთება ის სფეროები, სადაც ყველაზე მომგებიანი იქნება ინვესტიციების განხორციელება. მისივე თქმით, საპენისო ფონდში დაგროვებული საინვესტიციო კაპიტალი გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვან განვითარებას, გაჩნდება ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები, ამასთან ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გამოუშვან ფასიანი ქაღალდები.საინევსტიციო საბჭო, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, 5 წევრისგან შედგება. მათ შორის ერთი ქართველია. საბჭოს წევრები თბილისს ხვალ დატოვებენ