კანადაში, ნებრასკას შტატის ქალაქი კარნი უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა. ქალაქიდან 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებულ ადამიანებს შორის ადგილობრივები და სასტუმროს სტუმრებიც არიან.
ქალაქში, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს, რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა. შედეგად მდინარე ნაპირებიდან გადავიდა და სერიოზული პრობლემები შექმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლებიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.