ტაქსების კატეგორიზაციის პროცესში დღეიდან იუსტიციის სახლებიც ჩაერთვებიან, რომლებიც ტაქსის მფლობელებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მტვარობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით მათი ელექტრონული სისტემა იძლევა შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობითმიიღონ სერვისები ტაქსის ნებართვის მფლობელებმა.
თბილისის მერმა ასევე შეახსენა ტაქსის მფლობელებს ვაუჩერების აღების და განაღდების ვადები. მისი თქმით ვაუჩერების გაცემა დასრულდება მიმდინარე წლის 10 აგვისტოს და ვაუჩერების განაღდების საბოლოო თარიღია მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერი.