ორეგონის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კიბოს უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი შექმნეს. ახალი მეთოდი კიბოსთან მაგნიტური ნანონაწილაკებს საშუალებით ბრძოლას ითვალისწინებს. ნანონაწილაკები სიმსივნეში შეყავთ, რის შემდეგაც მათზე მოქმედებას ცვლადი მაგნიტური ველი იწყებს. ამის შედეგად ნანონაწილაკების ტემპერატურა 38 გრადუსს აჭარბებს, კიბოს უჯრედები კი კვდება. თუმცა ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი ტიპის, მაგალითად პროსტატის ან საკვერცხის კიბოს შემთხვევაში პირდაპირი ინიექცია შეუძლებელია, რის გამოც ნანონაწილაკები ვენაში ან მუცლის ღრუში შეყავთ.