Deutsche Bank-ი მასშტაბურ რეორგანიზაციას იწყებს. ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რეორგანიზაციის ფარგლებში 18 ათასი თანამშრომლის შემცირება მოხდება. Deutsche Bank-ი გეგმავს მნიშვნელოვნად შეამციროს საინვესტიციო განყოფილება. ამასთან, ცნობილია, რომ აქციებით ვაჭრობას შეწყვეტს საკრედიტო განყოფილება, მაგრამ გააგრძელებს საქმიანობას სააქციო კაპიტალის ბაზარზე. გარდა ამისა, ბანკი შეამცირებს ფიქსირებული შემოსავლით ოპერაციების მოცულობასაც.
ამ გადაწყვეტილებას ბანკი მასშტაბური რეორგანიზაციით ხსნის, რომელიც 2022 წლამდე უნდა განხორციელდეს. რეორგანიზაცია Deutsche Bank-ს 7 მილიარდ 400 მილიონი ევრო დაუჯდება. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მარტში ბანკში 91 ათას 463 ადამიანი მუშაობდა.