საქართველოში მყოფი 54 ათასი რუსი ტურისტიდან 8 ივლისამდე ბილეთები 4 ათას 500-მა რუსეთის მოქალაქემ არ გადაცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა განუცხადა.მისი თქმით, რუსეთის ამ მოქალაქეების საქართველოდან გაყვანა საქართველოს აეროპორტიდან კი არა, მეზობელი ქვეყნების ავიაკვანძების საშუალებებით იგეგმება.შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველო-რუსეთს შორის ფრენები აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს მიიღო, მიზეზად კი საქართველოში მიმდინარე აქციები დაასახელა.