პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინისთვის გინების გამო აკრიტიკებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გადაცემა პოსტ-სკრიპტუმში გიორგი გაბუნიას გაკეთებულ განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას უწოდებს.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ საქართველო ამ აგრესიული დღისწესრიგის მძევალი არ გახდება და ქვეყნის განვითარებას საფრთხეს ვერავინ შეუქმნის.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს.