2011-დან 2017 წლამდე მსოფლიოში სელფის გადაღების დროს 259 ადამიანი დაიღუპა. დროის ამ მონაკვეთში ზვიგენების თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა. კვლევის თანახმად სელფს უფრო მეტი ქალი იღებს, თუმცა ამ პროცესში კაცების სიკვდილის მაჩვენებელი უფრო მაღალია.
მსოფლიოში სელფის დროს ადამიანების სიკვდილის მაჩვენებლით, რეკორდი ინდოეთმა მოხსნა. ქვეყანაში 800 მილიონი მობილური აპარატია. 2011-დან 2017 წლამდე ინდოეთში სელფის გადაღების დროს 159 ადამიანი დაიღუპა. მეორე ადგილზეა რუსეთი, შემდეგ აშშ და პაკისტანი.