ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. საზოგადოების ნაწილი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და წამყვანის გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ და მათ ანტისახელწმიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებდნენ. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის შენობას კვერცხები და ბოთლებიც დაუშინეს. ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებსაც, მათ შორის აქციის მონაწილეები რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ადგილზე მოვლენებს აშუქებდნენ და მათ მოუწოდებდნენ დაეტოვებინათ ტელევიზია.
საბოლოოდ, არხი ორმა თანამშრომელმა დატოვა და "რუსთავი 2" პოლიტიკურ პროვოკაციაში დაადანაშაულა. ტელეკომპანიის შენობასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
რუსთავი2-თან აქციის განახლება დღესაც იგეგმება.