თბილისის მერი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გია ბარამიძის დაბარების საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თუ არის კონკრეტული კითხვები ამა თუ იმ ადამიანთან ან პოლიტიკოსთან, კანონის ფარგლებში ყველამ უნდა გასცეს პასუხი. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ შემთხევაში პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არაფერ შუაშია. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, მისი თქმით, ამის თაობაზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ამასთან, კალაძის განმარტებით, არ იზიარებს ოპოზიციის პოზიციას, რომლის თანახმად „ქართული ოცნება“ და პროკურატურა ცდილობენ დაფარონ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი.