მაყურებელს გაუჩნდება კითხვა - სინამდვილეში, რა მოხდა "ერთხელ ღამით", თუმცა... - სერიალი, რომელაც ის რეალობა ასახა, რომელსაც სხვა ფილმებში გაურბიან - Palitra News

მაყურებელს გაუჩნდება კითხვა - სინამდვილეში, რა მოხდა "ერთხელ ღამით", თუმცა... - სერიალი, რომელაც ის რეალობა ასახა, რომელსაც სხვა ფილმებში გაურბიან

2019-07-05 15:51:38+04:00

მართალია, HBO-ს 2016 წლის ჰიტი "ერთხელ ღამით" შემქმნელებმა კრიმინალურ დრამად ჩაიფიქრეს, მაგრამ მინი-სერიალს, რომელმაც კლასიკურ ლიტერატურაზე მინიშნებებით გაამდიდრა საინტერესო ისტორია, კრიტიკოსებმა "დეტექტივი გამოცანების გარეშე" უწოდეს, რაც ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან რიჩარდ პრაისის და სტივენ ზაილაინის ნამუშევარი ჟანრის პრაქტიკულად ყველა მთავარ შემადგენელს აერთიანებს.დეტექტივი, რომელმაც 1990-იან წლებში შეიძინა პოპულარობა დევიდ ლინჩის "ტვინ პიქსის" წყალობით, 2000-იანებში ტელევიზიის განუყოფელ ნაწილად იქცა და რამდენიმე შედევრის დადგმით, ფართოეკრანიან ბლოქბასტერებსაც ჩამოართვა პირველობა. გამონაკლისი არც "ერთხელ ღამით" აღმოჩნდა, რომელმაც ორიგინალური პერსონაჟების - მკვლელობაში დადანაშაულებული ინტელექტუალი სტუდენტის, უცნაურობებით ცნობილი, ნაკლებად წარმატებული ადვოკატის და თავად მსხვერლის წყალობით, რომელსაც რთული და ჩახლართული ურთიერთობა აქვს როგორც მამინაცვალთან, ისე ნარკოდილერებთან, საინტერესო და მეტად აქტუალური ისტორია მოუთხრო მაყურებელს.