შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოშიმშილე აქტივისტი შეუძლოდ გახდა. ხათუნა ბერიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, მოგვიანებით კი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. კლინიკასთან იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
შეგახსენებთ, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ შიმშილობის აქცია მე-11 დღეა მიმდინარეობს. მისი მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.