საქართველოში ატმის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის, მისი დასრულება კი აგვისტოს ბოლოს იგეგმება. ქართველი ფერმერები იმედოვნებენ, რომ მათი მოსავლის ძირითადი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიყიდება. როგორც east fruit-ი წერს, ამ ვითარებაში რუსეთი კვლავ მთავარ ექსპორტიორ ქვეყნად გვევლინება. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან 13 ათას 120 ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 67% რუსეთზე, 13% - სომხეთზე, 5% კი აზერბაიჯანზე მოდის.east fruit-ის კვლევის მიხედვით, კვირის განმავლობაში ატმის საშუალო ფასი ლარიდან იწყებოდა. 2018 წელს კი პროდუქტის საბითუმო ღირებულება 77 თეთრს შეადგენდა.