ირანმა დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარა, ამის მიზეზი გიბრალტარის სრუტეში ირანული ნავთობტანკერის დაკავება გახდა, რასაც ოფიციალური თეირანი არალეგალურ დაკავებას უწოდებს.
ბრიტანულმა მხარემ ტანკერის დაკავება იმიტომ გადაწყვიტა, რომ იგი სირიაში მიემგზავრებოდა, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევაა. ირანის საგარეო სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმებედება შეთქმულებაა. უწყების პრესსპიკერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მიჰყვება აშშ-ის მტრულ პოლიტიკას, რაც ირანელი ხალხისა და მთავრობისთვის მიუღებელია.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა მომხდარს შესანიშნავი ახალი ამბავი უწოდა. მისივე თქმით, აშშ მის მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებს სირიისა და ირანის მიერ სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ვაჭრობის პრევენციას.