პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პროკურატურის განცხადებას აფასებს. როგორც ბესელიამ პალიტრა ნიუსს განუცხადა, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მუხლს ახსენებს საგამოძიებო ორგანო, არც თუ ისე სასიამოვნო ასოციაციები ჩნდება. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამ საქმეში პროკურატურას მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი მოეთხოვება, რათა პოლიტიკური მიკერძოებულობის ეჭვები გამოირიცხოს. მისივე თქმით, ძალიან საპასუხისმგებლო იქნება საგამოძიებო ორგანოსთვის დაადასტუროს, რომ იმ ქმედებების მიზანი და მოტივი, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს, ნამდვილად სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება იყო.