შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.არსებული ინფორმაციით, უფლებამოსილების შეჩერება 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით მოხდა.როგორც უწყებაში აცხადებენ, ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება დროებით, გამოძიების დასრულებამდე აქვს შეჩერებული.