ლევან იზორია საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრში" იმ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადებას გადიან - Palitra News

ლევან იზორია საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრში" იმ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადებას გადიან

2019-07-01 14:12:06+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც პროფესიული მომზადების ცენტრში გადამზადებას გადიან და სპეციალურ პროფესიულ განათლებას ეუფლებიან. ამასთან, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, ხოლო ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მაქსიმალური შესაძლებლობების უზრუნველყოფაა მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვისა და პროფესიული დასაქმებისთვის.