ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას იუბილე მიულოცა - Palitra News

ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას იუბილე მიულოცა

2019-06-29 13:35:14+04:00

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან სამი წელი შესრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში სკოლამ უსაფრთხოების სექტორის 3600-ზე მეტი პირი გადაამზადა და უწყებათაშორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუბილე მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.