პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება. ჩვენი სურვილია, რომ ოპოზიციამაც სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ამ ანგარიშის განხილვაში", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით კონსულტაცია გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ყოველწლიურის მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა, რაც საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს - ივნისში უნდა მოხდეს. პარალმენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება.
აღსანიშანვია, რომ პრემიერმა მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანაგარიში პარალმენტს წერილობითი ფორმით ივნისის დასაწყისში გადაუგზავნა.