ფულის გამომუშავება ახლა უკვე დაზღვევით და ჯანსაღი ცხოვრებითაა შესაძლებელი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" მასშტაბურ ლოიალობის პროგრამას იწყებს. ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტის - ეკომონეტის გამომუშავება ყველა მსურველს 5 ეკოქცევით შეუძლია. ესენია: ვარჯიში, 10 ათასი ნაბიჯი და 2 ლიტრი წყლის მიღება დღეში, ველოსიპედის შეძენა, ავტომობილის გამონაბოლქვი: ევროსტანდარტი. აღსანიშნავია, რომ ეკომონეტები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს "ჯიპიაი"-ს დაზღვეულებში". ეკოქცევით თანხის გამომუშავება არამხოლოდ "ჯიპიაი"-ს დაზღვეულებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ჯანსაღი ცხოვრების ვალუტის - ეკომონეტების გამომუშავება, ეკოქცევების აპლიკაციით დაფიქსირებით ხდება. ლოიალობის პროგრამის კიდევ ერთი ახალი მიმართულება, ლოილაური კლიენტების წახალისება და მათთვის გრძელვადიანად განსაკუთრებული პირობების შეთავაზებაა.ეკოისტების მოძრაობის აქტივობა ფეისბუქ ჯგუფში "ეკოისტები" გაიშლება, რომელიც იქნება სივრცე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გასააქტიურებლად. ჯგუფი ეკოისტებს გააეთიანებს და სხვადასხვა სასარგებლო წამოწყებას ჩაუყრის საფუძველს. ჯგუფში გაწევრიანება და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში ჩართვა, ყველა მსურველს შეუძლია2018 წლის მონაცემებით, "ჯიპიაი ჰოლდინგს" ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19, 6% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ, ისე საცალო მიმართულებით. ჯგუფის მიერ მოზიდულმა პრემიამ გასულ წელს 10 მილიარდ ევროს მიაღწია, ხოლო წმინდა მოგებამ 485 მილიონი ევრო შეადგინა.