ალბათ არ არსებობს ადამიანი ვისაც ბოლო დროინდელ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალ "უცნაურ ამბებზე" რამე არ სმენია. ის მართლაც რომ ძლაიან ბევრი ადამიანის საყვარელი და გამორჩეული სერიალია და სწორედ ამიტომ ნეტფლიქსმა ფანებს ასეთი სიუირპრიზი მოუმზადა: ქალაქ სეულში სამხრეთ კორეის დედაქალაქში, უფრო კონკრეტულად კი ჰონგდაეში გაიხსნა „უცნაური ამბების“ თემატური სახლი. სახლის არაჩვეულებრივი ინტერიერი აცოცხლებს საოცარ სცენებს, მაგალითად როგორიცაა სათამაშ ზონა და ჰოუკინსის ნაციონალური ბიბლიოთეკა, თუმცა რაღა თქმაუნდა მხოლდო ამით არ შმეოიფარგლება ყველაფერი, სახლი პირველი და მეორე სეზონის თემაზეა შექმნილი. მათ ვისაც ამ მშვენიერების ნახვა და ცოტახნით საყვარელი გმირების სამყაროშ ან უბრალოდ განსხვავებულ ადგილას გადანაცვლება სურთ ამის შესაძლებლობა 20 ივნისიდან 7 ივლისამდე ექნებათ.