„როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ხილსა და ბოსტნეულში სერიოზული დარღვევები ვერ აღმოაჩინა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უწყების პრეს-მდივანზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით, საქართველოდან რუსეთში ძალიან ცოტა რაოდენობის ხილი და ბოსტნეული შედის, თუმცა მათაც ჩვეულებისამებრ სტანდარტული წესით აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, „როსპოტრებნადზორმა“ ქართული ღვინის ხარისხი დაიწუნა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა. უწყებამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქართული ღვინის კონტროლი გაამკაცრა. „როსპოტრებნადზორმა“ ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულების შემდეგ გააკეთა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ავიარეისების შეჩერებას გულისხმობს.