ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გუშინდელი მოვლენების შედეგად, სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 80 პოლიციელია. ზაზა ხობუას ინფორმაციით, უმრავლეს შემთხვევაში ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები აღენიშებოდათ. მისივე თქმით, თვალის დაკარგვა 2 ადამიანის შემთხვევაში დაფიქსირდა.