რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ერთ-ერთი პოლიციელი შემთხვევით აქციის მონაწილეთა შორის მოექცა. ჩოჩქოლის დროს, მას თავიდან ჩაფხუტი მოსძვრა. აქციის მონაწილეები მას დაეხმარნენ, რომ უსაფრთხო ადგილზე გასულიყო და მას არაფერი დაშავებოდა. ბოლოს კი დემონსტრანტებმა პოლიციელს ტაში დაუკრეს იმის ნიშნად, რომ მას არაფერს დაუშავებენ.