ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ სუს-ში "პალიტრანიუსს" განუცხადეს.ამასთან, სუს-ში არ აკონკრეტებენ, რუსულ ვერტმფრენზეა თუ არა საუბარი. "ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება, როგორც IPRM- ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) ისე ჟენევის ფორმატებში", - აცხადებენ სუს-ში.