ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია, მისივე თქმით სერგეენკო არის კარგი კადრი რომლიც ქვეყანასა და გუნდს გამოადგება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან მხოლოდ წარმატება და პოზიტივი ასოცირდება.
შეგახსენებთ, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. მისი თქმით, იგი რჩება "ქართული ოცნების" გუნდში, თუმცა კონკრეტულად რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას, ამ დროისთვის უცნობია.