თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 11 წლის გოგონა სახლის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა თანატოლებთან ერთად სახურავზე სათამაშოდ იყო ასული, რა დროსაც გადმოვარდა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელოვამდე მიყვანას გულისხმობს.