რუსთავის პარკში 11 წლის ბიჭი ტბაში დაიხრჩო - Palitra News

რუსთავის პარკში 11 წლის ბიჭი ტბაში დაიხრჩო

2019-06-17 20:02:48+04:00

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდი ძმასთან და მეგობრებთან ერთად იყო პარკში.არსებული ინფორმაციით, ის ტბაში საბანაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს.როგორც ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული.